ტურისტები, რომლებიც ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიაში მოყვნენ, ზესტაფონის ორ კლინიკაში არიან მოთავსებულები
ტურისტები, რომლებიც ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიაში მოყვნენ, ზესტაფონის ორ კლინიკაში არიან მოთავსებულები. ისინი თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. სოფელ არგვეთასთან ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, შედეგად 13 მგზავრი დაშავდა. „ფერომედის“ ინფორმაციით, მათ კლინიკაში 6 პაციენტია მოთავსებული. მათგან ერთ მამაკაცს, მძიმე დაზიანებების გამო, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. დანარჩენ დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
