ამერიკელმა მომღერალმა კეტი პერიმ აღშფოთება გამოთქვა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის წარმომადგენლებმა მისი ტრეკი „ფაიავორქ“ ირანზე სამხედრო დარტყმების ამსახველ ვიდეოში გამოიყენეს
ამერიკელმა მომღერალმა კეტი პერიმ აღშფოთება გამოთქვა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის წარმომადგენლებმა მისი ტრეკი „ფაიავორქ“ ირანზე სამხედრო დარტყმების ამსახველ ვიდეოში გამოიყენეს. „შოკირებული და აღშფოთებული ვარ, რომ ჩემი სიმღერა გამოიყენება ფონად თეთრი სახლის მიერ ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებული სამხედრო დარტყმების ამსახველ ვიდეოებში. მე ამას არ ვეთანხმები, ჩემთვის ეს არ უთხოვიათ და ამას არანაირად არ ვამართლებ“, - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
