„სულის მეხსიერება” - ასე ჰქვია, ბათუმში მხატვარ თითა ბალანჩივაძე-ძნელაძის პერსონალურ გამოფენას, რომელიც პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება
„სულის მეხსიერება” - ასე ჰქვია, ბათუმში მხატვარ თითა ბალანჩივაძე-ძნელაძის პერსონალურ გამოფენას, რომელიც პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება. წარმოდგენილია მხატვრის რამდენიმე ფერწერული ნამუშევარი, მათ შორის 15-მეტრიანი მონუმენტური ტილო. მხატვარი პროექტზე ერთი წელი მუშაობდა, გამოფენას ბათუმი 27 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. ღონისძიებაზე ილია მეორის საგალობლები ანსამბლებმა „ზღვის შვილებმა“ და „ალილომ“ შეასრულეს
