პატიმრობა შეეფარდა ნიკა კაპანაძეს, 17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე, ოთხი მუხლით ბრალდებულს
პატიმრობა შეეფარდა ნიკა კაპანაძეს, 17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე, ოთხი მუხლით ბრალდებულს. სასამართლო პროცესი ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა, საიდანაც ის საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პროკურორის განმარტებით, არანაირი დოკუმენტით არ დასტურდება რომ დაკავებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა. 22 ივლისს, საღამოს, კაპანაძეს ოთხ ახალგაზრდასთან შელაპარაკება მოუვიდა, მათ გარიდება სცადეს, ბრალდებულმა კი ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით რამდენჯერმე გაისროლა. ასევე დაკავებისას ორი იარაღით შეეცადა პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფას. ოთხი დაჭრილიდან ერთი მოზარდი, საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა
