ფოთში, მალთაყვაში მდებარე „ოქროს ტბაზე“ ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო დღე მიმდინარეობს
ფოთში, მალთაყვაში მდებარე „ოქროს ტბაზე“ ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო დღე მიმდინარეობს. შეჯიბრებები დილის 8 საათიდან მამაკაცთა სლალომის საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო, რის შემდეგაც სპორტსმენები ტრამპლინიდან ხტომასა და ფიგურებში იასპარეზებენ. დღევანდელ პროგრამაში ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებული ყურადღება ორ სპორტსმენზე იქნება მიპყრობილი. გენადი გურალია მამაკაცთა სლალომში იასპარეზებს, ხოლო ცოტნე ბერაია ტრამპლინიდან ხტომის დისციპლინაში ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს.მეორე საშეჯიბრო დღეს საკვალიფიკაციო ეტაპზე 40 სპორტსმენი გამოვა. მათი მიზანი ერთია, საუკეთესო შედეგით მოიპოვონ ადგილი ხვალინდელ ფინალებში. შეჯიბრება ხვალ, ფინალური გამოსვლებით, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიითა და ოფიციალური დახურვით დასრულდება
