რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის არტბანაკი დაიხურა
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის არტბანაკი დაიხურა. შემაჯამებელი პერფორმანსი ბერძენმა რეჟისორმა გიორგოს ზამბულაკისმა დადგა. არტბანაკში 20-მდე ახალგაზრდა მსახიობი მონაწილეობდა. მათთვის მასტერკლასები და ვორქშოპები ჩატარდა. ფესტივალი დღეს დასკვნითი სპექტაკლით დასრულდება. გამოავლენენ გამარჯვებულ რეჟისორსაც. ფესტივალი მეთორმეტედ ტარდება, მონაწილეობენ როგორც საქართველოს რეგიონული თეატრები, ისე უცხოეთიდან მოწვეული დასები
