ხელოვნების სასახლე შორენა ცხოვრებაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას, სახელად „გაგრძელებას“ მასპინძლობს
ხელოვნების სასახლე შორენა ცხოვრებაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას, სახელად „გაგრძელებას“ მასპინძლობს. ექსპოზიციაზე ავტორის პირადი გზის, შემოქმედებითი ძიებისა და ხატვისადმი სიყვარულის ნაყოფია წარმოდგენილი - გზა, რომელიც ოჯახურ მემკვიდრეობასა და პირად გამოცდილებას უკავშირდება. შორენა ცხოვრებაშვილი მხატვრების ოჯახში გაიზარდა, თავად კი ხატვა ერთი წლის წინ დაიწყო. მისი ნახატები ზეთსა და აკრილშია შესრულებული, ხშირად მიმართავს შერეულ ტექნიკას და სხვადასხვა ექსპერიმენტს. ხელოვნების სასახლეში შორენა ცხოვრებაშვილის, თვითნასწავლი მხატვრისთვის უჩვეულოდ დახვეწილი, კოლორიტითა და ექსპრესიით გამორჩეული 51 ნამუშევარია წარმოდგენილი
