ამ წუთებში მსჯელობს სასამართლო, ვერაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ავტორისთვის აღკვეთის შეფარდებაზე, პროცესი ალადაშვილის კლინიკაში იმართება, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს
ამ წუთებში მსჯელობს სასამართლო, ვერაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ავტორისთვის აღკვეთის შეფარდებაზე, პროცესი ალადაშვილის კლინიკაში იმართება, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ნიკა კაპანაძეს, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება და პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა ედება ბრალად. 17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებული კაპანაძე ალადაშვილის კლინიკაში, ბადრაგის თანხლებით რჩება. დაკავებისას ბრალდებულმა პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც თითებზე მიიღო დაზიანება
