დღეს იმსჯელებს სასამართლო, ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის აღკვეთის შეფარდებაზე
დღეს იმსჯელებს სასამართლო, ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის აღკვეთის შეფარდებაზე. როგორც ცნობილია პროკურატურა სასამართლოს ნიკო ხურცილავასთვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართავს. ძალადობის მუხლით დაკავებულმა დანაშაულის ჩადენის მოტივად ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა დაასახელა. ონისე ოქრიაშვილს თავს 22 ივლისს, საცხოვრებელ სახლთან დაესხნენ. ხურცილავა პოლიციაში მომხდარიდან მალევე თავადვე გამოცხადდა
