შეურაცხმყოფელი იუმორი - საზოგადოების რეაქცია
იუთუბერ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე ნიკო ხურცილავას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 5-ი ათას ლარიან გირაოს ითხოვს. ბრალდებულის ოჯახი ირწმუნება, რომ ეს არ ყოფილა ჩასაფრება და ქმედება ოქრიაშვილის მიერ ეროვნულ ფასეულობებზე ნათქვამმა სიტყვებმა გამოიწვია. პარალელურად, მწერალ ნოდარ დუმბაძისა და სიწმინდეების შეურაცხყოფას მკაცრად გმობენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სასულიერო პირები. თავად პოდკასტის წამყვანი კი ქრონიკის შეტყობინებებს ამ დრომდე არ პასუხობს
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
