მზადება სოლიდარობის თასისთვის
ეროვნული ნაკრების რეზერვი საერთაშორისო ტურნირის მოლოდინში - საქართველოს საკალათბურთო კანდიდატთა გუნდი ჩინეთშია, სადაც „სოლიდარობის თასისთვის“ ემზადება. 12-კაციან შემადგენლობას მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მარკო ესპოზიტო ხელმძღვანელობს. ტურნირზე პირველ შეხვედრას ქართველი სპორტსმენები ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ, თბილისის დროით 13:00 საათზე გამართავენ.
სიუჟეტის ავტორი: დავით კაპიტანოვი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
