ანაკლიის პორტის მშენებლობა
საქართველოს ყველაზე მასშტაბური სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი ახალ ეტაპზე გადადის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. საზღვაო აკვატორიაში სამუშაოებს ე.წ. დიდი ოთხეულის წევრი, ბელგიური გიგანტი კომპანია „იან დე ნული“ ატარებს. პორტი „ლენდლორდის“ მოდელით ვითარდება, რაც სახელმწიფოს სტრატეგიულ აქტივზე სრულ კონტროლს უნარჩუნებს, ინვესტორებს კი საიმედო გარემოს სთავაზობს. ადგილზე არსებულ ვითარებასა და პროექტის უპირატესობებს დღეს მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები გაეცნენ.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
