დიპლომატიური ურთიერთობა გერმანიასთან
თითქმის 9-თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს გერმანიაში ოფიციალურად აკრედიტებული ელჩი ჰყავს. ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა და ბერლინში დიპლომატიურ მისიასაც შეუდგა. ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირების ფონზე, ქართველი დიპლომატის მთავარი ამოცანა ურთიერთობების გაჯანსაღება და პოზიციების დაცვა იქნება. პარალელურად, თბილისში გერმანიის ახალ ელჩსაც ელოდებიან, რომელიც საქართველოში აგვისტოში ჩამოვა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო გოგიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
