შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავა. პოლიციაში გამოიკითხა ონისე ოქრიაშვილი, უწყებაში გამოცხადდა და გამოიკითხა მასზე თავდამსხმელიც. როგორც ონისე ოქრიაშვილმა განაცხადა, რამდენიმე ადამიანი მას სახლთან ჩაუსაფრდა და თავს დაესხა.
