ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ერთი მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს
ვერაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ერთი მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს. ის მისივე ოჯახის კუთვნილ საასტუმროში აიყვანეს. „ქრონიკამ“ გადაიღო სასტუმროს შიდა ტერიტორია, სადაც, სავარაუდოდ, ბრალდებული დააკავეს. მან დაკავებისას პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ხელის თითებზე დაზიანება მიიღო. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული ნიკოლოზ კაპანაძე პარტია „ლელოს“ წევრის, გიორგი სიორიძის ახლო მეგობარია.
