თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ დღეს სანაიას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მესამე ოქმი განიხილა, მას სასამართლომ ჯარიმის გადახდა უკვე ორჯერ დააკისრა, თუმცა ჯარიმები გადახდილი არ აქვს. ვახო სანაიას სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავება. დაპატიმრებამდე ის გადაღებაზე მისული „იმედის“ ჟურნალისტისგან ითხოვდა იმის ახსნას, თუ რომელ სტატუსზე ედავებოდა მას შინაგან საქმეთა სამინისტრო.
