საქართველოს ელჩი გერმანიაში, გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადასაცემად ემზადება
საქართველოს ელჩი გერმანიაში, გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადასაცემად ემზადება. ცერემონია ხვალ გაიმართება. შესაბამისი დოკუმენტების გადაცემას დიპლომატი რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა. პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან წაიშალა ის არასწორი მონაცემები, სადაც საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი იყო მოხსენიებული. ამ კონტექსტში მმართველი გუნდი საქართველოში გერმანიის უკვე ყოფილი ელჩის, პეტერ ფიშერის როლზე ამახვილებს ყურადღებას და იმედოვნებს, რომ გერმანიასთან ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა გაჩნდება.
