რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
ხვალ ღამის 12 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება. დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ მელაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
