თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის წერილობით მტკიცებულებებს იკვლევენ. პროკურატურის განცხადებით, საქმეში დევს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ პოლიტოკოსების საჯარო განცხადებები აშკარად ძალადობისკენ მოწოდებას წარმოადგენდა. საქმის განხილვა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
