ახალი სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სკოლის მოსწავლეები სასკოლო ფორმებით იქნებიან უზრუნველყოფილები
ახალი სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სკოლის მოსწავლეები სასკოლო ფორმებით იქნებიან უზრუნველყოფილები. განათლების მინისტრის განცხადებით, ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა ჩინური კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა. ეს კომპანია სასკოლო ფორმებს საქართველოში სამ ეტაპად გამოაგზავნის. ის ოჯახები, რომელთა სოციალური მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 65 000 ან ნაკლები ქულით არის შეფასებული, ფორმას უფასოდ მიიღებენ.
