კანადაში ტყის ხანძრის გამო ტორონტო კვამლმა მოიცვა
კანადაში ტყის ხანძრის გამო ტორონტო კვამლმა მოიცვა. ქალაქში ხილვადობა პრაქტიკულად ნულის ტოლია. აალების პროვიცირებას რეგიონისთვის უჩვეული ცხელი ამინდი ახდენს, მარტო შაბათს ცეცხლის 69 ახალი კერა გაჩნდა. სულ მეხანძრეების ცნობით ხანძრის 955 კერაა დაფიქსირებული. ხანძრები მძვინვარებს შეერთებული შტატების სიახლოვეს, ონტარიოშიც, ცეცხლის გავრცელების საფრთხის გამო ვაშინგტონი კანადას ტყეების არასათანადო მართვის გამო აკრიტიკებს და ჰაერის დაბინძურების გამო გადასახადების გაზრდით ემუქრება. კანადა შტატების მუქარას სამარცხვინოს უწოდებს და ვაშინგტონს კანადური წიწვოვან ხე-ტყეზე დაწესებული ტარიფებისა და შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს.
