ირანმა სპარსეთის ყურეში ვაშინგტონის მოკავშირეების ტერიტორიებს, დრონებითა და რაკეტებით შეუტია
ირანმა სპარსეთის ყურეში ვაშინგტონის მოკავშირეების ტერიტორიებს, დრონებითა და რაკეტებით შეუტია. სამიზნეში მოექცა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ობიექტი ცეცხლის ალსა და კვამლში გაეხვა, საწარმო მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. თეირანის განცხადებით, თავდასხმა შერთებული შტატების მხრიდან ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების საპასუხო რეაქცია იყო.
