ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნიდერლანდებში, დისკუსიები გამართა გენგეგმის განახლებაზე, რათა ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორია ეფექტიანად იქნეს ათვისებული და ბაზრის მოთხოვნებს მოერგოს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და წარმატება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული - ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნიდერლანდებში, დისკუსიები გამართა გენგეგმის განახლებაზე, რათა ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორია ეფექტიანად იქნეს ათვისებული და ბაზრის მოთხოვნებს მოერგოს. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან განიხილა გენერალური გეგმის ალტერნატივები, ასევე შემდგომი ნაბიჯები, პოტენციური ინფორმაციული დანაკლისის იდენტიფიცირება და ძირითადი რისკების შეფასება. ვიზიტის მიზანი ნავსადგურის განვითარების ახალი მოდელის განხორციელების პროცესში, მსოფლიოს საუკეთესო საპორტო გამოცდილებისა და საერთაშორისო პარტნიორების ექსპერტიზის გამოყენება იყო. დელეგაცია ეწვია როტერდამის საზღვაო ნავსადგურს, რომელიც „ლენდლორდის“ მოდელით ფუნქციონირებს.
