სიახლე, რომელიც ქვეყნის მთავარ სატრანზიტო არტერიას უკავშირდება - სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ოფიციალურად დასრულდა
სიახლე, რომელიც ქვეყნის მთავარ სატრანზიტო არტერიას უკავშირდება. სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ოფიციალურად დასრულდა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შესაძლებელია. პროექტის ფარგლებში აშენდა 6-ი სახიდე გადასასვლელი და 2 უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო კვანძი. გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მოეწყო სპეციალური გადასასვლელები შინაური ცხოველებისთვის და საველე გასასვლელები, რომლებიც მაგისტრალს ადგილობრივი მნიშვნელობის გზებთან აკავშირებს. სამტრედია–გრიგოლეთის გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია. ის ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი გზიდან იწყება და გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან სრულდება. მაგისტრალის ახალი მონაკვეთი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა
