პრემიერის განცხადებით, ამერიკის ძველმა ადმინისტრაციამ და ევროპულმა ბიუროკრატიამ, საქართველოს ეკონომიკაში ფული ერთადერთხელ, 2009-2011 წლებში ჩადეს, როდესაც მისივე სიტყვებით უცხოური აგენტურა იყო გადასარჩენი
პრემიერის განცხადებით, ამერიკის ძველმა ადმინისტრაციამ და ევროპულმა ბიუროკრატიამ, საქართველოს ეკონომიკაში ფული ერთადერთხელ, 2009-2011 წლებში ჩადეს, როდესაც მისივე სიტყვებით უცხოური აგენტურა იყო გადასარჩენი. ასე მთავრობის მეთაური ევროკავშირის საელჩოს ქარდს გამოეხმაურა, სადაც ნახსენებია მათ მიერ საქართველოში განხორციელებული დონაციები. ეს ინფორმაცია დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ 2024 წლის 17 ივნისს გამოაქვეყნა, ხოლო გუშინ იგივე ინფორმაცია გააზიარა. მმართველ გუნდს უკვირს, როცა ყველაფერი ნათელია, რატომ ცდილობს საელჩო, ისე წარმოაჩინოს სიტუაცია, თითქოს ყველა თანხა, სახელმწიფო უწყებებს ხმარდებოდა. მათი თქმით, ევროკავშირის ფულის დიდი ნაწილი რადიკალიზმისკენ იყო მიმართული
