ლევან მაჭავარიანი: საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-თან რეალური პარტნიორობა დაიწყოს
საქართველოს მიერ შენარჩუნებული სუვერენიტეტი და მშვიდობა გახდა იმის საფუძველი, რომ დონალდ ტრამპმა, ირაკლი კობახიძეს ურთიერთობების აღდგენაზე დაუწყო ლაპარაკი, ასეთია შეფასებები თბილისში, ამერიკის პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ წერილზე, სადაც ტრამპი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერებას. ასევე სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შესაძლებელია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. როგორც საპარლამენტო ოპოზიციასა და მმართველ გუნდში აცხადებენ, ხელისუფლებას ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-სთან რეალური პარტნიორობა დაიწყოს
