მდინარე თელავისხევის კალაპოტის 14 კმ-იანი მონაკვეთი აქტიურად იწმინდება
მდინარე თელავისხევის კალაპოტის 14 კმ-იანი მონაკვეთი, აქტიურად იწმინდება. 12 ივლისის სტიქიის დროს, კალაპოტი ნატანი მასალისგან ჩაიხერგა. წყალმა მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო - სამეურნეო სავარგულები დატბორა. გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, ასევე მიმდინარეობს გრუნტით ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა. სამუშაოებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად გაეცნო
