ჟურნალისტ ვახო სანაიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა გადაიდო
ჟურნალისტ ვახო სანაიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა გადაიდო. მას სიძლვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავება. ვახო სანაიას უწყება ჩაბარდა, თუმცა სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა. მოსამართლემ სავარაუდო სამართალდამრღვევს სავალდებულო დაცვა დაუნიშნა.
