თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი
თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და ახალი ეტაპი სახელმწიფოთა ურთიერთობაში. უკვე შედგა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან. ჩატარდა ერთობლივი ბიზნესფორუმი და გაფორმდა კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი. თურქმენეთთან საქართველოს მზარდი სავაჭრო ბრუნვა ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობას ადასტურებს. ასევე მნიშვნელოვანია ცენტრალურ აზიაში ამ სახელმწიფოს წამყვანი როლი დაკავშირებადობის და შუა დერეფნის პროექტისთვის.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
