სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში, მათ შორის, იუმორისტულ მედიაპლატფორმებსა და გადაცემებში გავრცელებულ შინაარსს, რომლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ იკვეთება სტიგმისა და დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამაძლიერებელი ნარატივი
სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში, მათ შორის, იუმორისტულ მედიაპლატფორმებსა და გადაცემებში გავრცელებულ შინაარსს, რომლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ იკვეთება სტიგმისა და დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამაძლიერებელი ნარატივი. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს. ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს მისი შესაძლო სოციალური გავლენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოხატვის ობიექტი არიან მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც არსებული სტიგმისა და წინასწარგანწყობების გამო უკვე აწყდებიან სოციალურ ბარიერებს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საჯარო პირებსა თუ მედია პროდუქტის შემქმნელებს, შემოქმედებითი თავისუფლების განხორციელებისას გაითვალისწინონ ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და ინკლუზიის პრინციპები
