ბრიტანეთის მოქალაქე, მეთიუ როი დესმონდი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა
ბრიტანეთის მოქალაქე, მეთიუ როი დესმონდი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. ის სასამართლოდან საემიგრაციო სამსახურმა გადაიყვანა. მას სამშობლოში დააბრუნებენ. დესმონდი საქართველოში შემოსვლის დროს დააკავეს. მას ქვეყანაში აკრძალული პრეპარატები შემოჰქონდა. საქმე ეხება „პრეგაბალინს", "ბუპრენორფინსა" და "კოდეინს". ბრიტანეთის მოქალაქეს ასი ათასი ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა
