სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში პოლიტიკური ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით მინისტერიალს უმასპინძლებს
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში პოლიტიკური ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით მინისტერიალს უმასპინძლებს. ამ მინისტერიალზე მარკო რუბიომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია. მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია რომ უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სტატუსი მიენიჭათ ისეთ მემარცხენე ჯგუფებს, როგორიცაა ანტიფა და არაფორმალური ანარქისტების საერთაშორისო რევოლუციური ფრონტი. სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ ეს ჯგუფები მიზანმიმართულად და ძალადობრივი ქმედებებით უპირისპირდებიან პოლიტიკოსებს, მთავრობის მაღალჩინოსნებს, მოქალაქეებს, სამართალდამცველებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას არამხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში
