ბათუმში ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის ბე დივიზიონის გათამაშება დაიწყო
ბათუმში ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის ბე დივიზიონის გათამაშება დაიწყო. პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ნორვეგიელებს შეხვდა და 1-2 დამარცხდა. მასპინძლების შემადგენლობაში ერთადერთი გოლი მალხაზ შამილიძის ანგარიშზეა. თამაშების დაწყებამდე ტურნირის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც მსოფლიო ქვიშის ფეხბურთის ასოციაციის ღონისძიებების დირექტორი ესწრებოდა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ხვალ მალტელებთან გამართავს, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება.
