საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მომხმარებლებისთვის ახალი ციფრული პლატფორმა აამოქმედა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მომხმარებლებისთვის ახალი ციფრული პლატფორმა აამოქმედა. ახალი პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეადარონ კომერციული ბანკებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების პირობები, გამოიყენონ სხვადასხვა ფილტრი, შეაფასონ მომსახურების სრული ღირებულება და სპეციალური კალკულატორების დახმარებით წინასწარ გამოთვალონ როგორც კონკრეტული ოპერაციის, ისე მთელი წლის განმავლობაში საბანკო მომსახურებით სარგებლობის სავარაუდო ხარჯი.
