მართლმადიდებელი ეკლესია ვლაქერნობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ვლაქერნობას აღნიშნავს. ზუგდიდში, სადღესასწაულო წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უძღვებოდა. შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა. წირვას პარლამენტის თავმჯდომარე, ხელისუფლებისა და მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წირვის დაწყებამდე მოეწყო ტრადიციული საზეიმო მსვლელობა. დადიანების ისტორიული სასახლის საცავიდან ღვთისმშობლის წმინდა კვართი გამოაბრძანეს.
