თბილისის ეროვნულ პარკში პროექტის, „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“, დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
თბილისის ეროვნულ პარკში პროექტის, „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“, დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით მონაწილეებისთვის საქართველოს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე არაერთი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა. დასკვნით ეტაპზე კი პროექტის მონაწილეებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. კონკურსის მონაწილეები და გამარჯვებულები სპეციალური სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
