ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 ადამიანია დაკავებული
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 ადამიანია დაკავებული, მათ შორის 59 არის ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე საკონტროლოდ შეისყიდა ნარკოტიკული საშუალებები და ამ შესყიდვის ფარულ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს ფლობს.
