უნგრელი დეპუტატი ევროკავშირში ახალი წევრი სახელმწიფოების შეზღუდული უფლებით მიღებას ეწინააღმდეგება
ბალაჟ ორბანი სოციალურ ქსელში წერს, რომ იტალია სათავეში ჩაუდგა იმ ევროპული ქვეყნების კოალიციას, რომლებიც უპირისპირდებიან საფრანგეთისა და გერმანიის ინიციატივას, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ბლოკში შეზღუდული სუვერენიტეტითა და ინსტიტუციური უფლებებით მიიღონ. უნგრელი პარლამენტარის თქმით, ასეთი მიდგომა ე.წ. მეორე კლასის წევრებს შექმნის, რაც სამომავლოდ სხვა პატარა სახელმწიფოებზეც გავრცელდება.
