უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან ესკალაციას არ გამორიცხავს
უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან ესკალაციას არ გამორიცხავს. ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოსკოვს ომი არ წაუგია, თუმცა ბრძოლის ველზე ინიციატივა დაკარგა და თუ პუტინი უკრაინის ოკუპაციას ვერ შეძლებს, შესაძლოა ომი სხვა ქვეყნებში გააფართოოს. ზელენსკის თქმით, რუსეთს აქვს რაკეტები, რომლითაც ევროპის ნებისმიერ ქალაქზე მიიტანს იერიშს
