თბილისში „ურბანული ტყის“ პროექტი დასრულების ეტაპზეა
თბილისში „ურბანული ტყის“ პროექტი დასრულების ეტაპზეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განხორციელებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 ათასამდე ნერგი, განახლებულია საფეხმავლო და ველობილიკები, მოეწყო სარწყავი სისტემა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა. პროექტის მიზანია დედაქალაქში მწვანე სივრცეების აღდგენა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. 24-მილიონიან პროექტს სრულად საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს
