თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღეა ინტენსიური რეჟიმით გრძელდება
თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღეა ინტენსიური რეჟიმით გრძელდება. ქვა-ღორღისგან იწმინდება კავკასიონის ქუჩის მიმდებარე ტეროტორია. თელავის ხევზე კი ნაპირსამაგრ სამუშაოებში ათობით ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული. სტიქიის ზონაში მცხოვრებ აბონენტებს და მიმდებარე სოფლებს ბუნებრივი აირი სრულად მიეწოდება.
