თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საბოტაჟის საქმეზე, დღეს სასამართლოში მოწმის სახით, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრები: ნანა კაკაბაძე, ვატო შაქარიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, ლევან ნიკოლეიშვილი და გელა ნიკოლაიშვილი დაიკითხებიან. საბოტაჟის საქმეზე, სადაც ბრალდებულები ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან, გამოძიება სწორედ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
