საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა
საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“, მორალური ზიანის მიყენების გამო, 10 000 ლარით დააჯარიმა. ტელეკომპანიას დაევალა მოსარჩელისათვის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების საკუთარი ტელეეთერით უარყოფა. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს დაცვის მხარე.
