ქართველი ხალხის ნების და საქართველოს სტრატეგიული როლის უგულებელყოფა
ქართველი ხალხის ნების და საქართველოს სტრატეგიული როლის უგულებელყოფა - ასე აფასებს მმართველი გუნდი კაია კალასის დამოკიდებულებას და განცხადებებს საქართველოს მიმართ. პოლიტიკური შეფასებები კეთდება ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროპული კავშირის სტრატეგიული მიდგომის საკითხზე, ისე იმსჯელეს, რომ საქართველო არ უხსენებიათ. „ქართულ ოცნებაში“ აცახდებენ, რომ კონკრეტული ევრობიუროკრატები ამ ფორმით საქართველოს დასჯას ცდილობენ.
