თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება
საქართველოს ავიაციაში ერთ-ერთი უმსხვილესი და მასშტაბური პროექტი იწყება. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი გამტარუნარიანობას გააორმაგებს. გაფართოება და სერვისების გაუმჯობესება- როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეს მხოლოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ არის და მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო დაკავშირებადობას. ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელმა, პრეზენტაციისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 27 პარტნიორი ქვეყნიდან საქართველოში ყველაზე დიდი და სწრაფი განვითარება იკვეთება.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
