პრემიერ-მინისტრი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული და მძიმე პროცესის ნაწილია
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული და მძიმე პროცესის ნაწილია - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედ სხვა ევროპულ ორგანიზაციებთან ერთად, პროცესში ღიად ჩართეს ეუთოც, მსგავსი დამოკიდებულება კი საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ და ეროვნულ პოზიციას უკავშირდება. რაც შეეხება რეზოლუციაში ჩაწერილ ბრალდებებს, მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ბრალდებები აბსურდულია და ამას თავად ეუთოს დოკუმენტები და განცხადებებიც მოწმობს.
