კვლევითი ინსტიტუტი „ენჯეო მონიტორი“ ანგარიშს აქვეყნებს
კვლევითი ინსტიტუტი „ენჯეო მონიტორი“ აქვეყნებს ანგარიშს, რომლის თანახმად ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოში გამართული პრო-პალესტინური დემონსტრაციები არა სპონტანური აქციები, არამედ საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული ქსელის მიერ ორგანიზებული იყო. დოკუმენტში წერია, რომ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი წყარო, ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდის საგრანტო პროექტები იყო. „ენჯეო მონიტორის“ კვლევით, სხვადასხვა უცხოური დონორები უზრუნველყოფდნენ ბრიტანეთში უწყვეტი აქციების ლოგისტიკურ, ფინანსურ და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას.
