ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტს განიხილავენ. საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ამ თემაზე წევრ სახელმწიფოებს შორის ჯერ კიდევ აზრთა სხვაობაა, რადგან შეზღუდვების სიაში კონკრეტული რუსული კომპანიების შეყვანამ, შესაძლოა ევროპული ქვეყნების ეკონომიკაზე გავლენა მოახდინოს.
