განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, დაკავებულია ერთი ადამიანი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, დაკავებულია ერთი ადამიანი. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული ადგილებიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, ,,ალფა-პვპ“, ასევე, 50 გრამამდე წონის და 48 შეკვრად დაფასოებული „მეფედრონი“. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დასაფასოებლად საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
