უკრაინის თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ ობიექტებზე, მათ შორის სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ ობიექტებზე, მათ შორის სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, იერიში მიიტანეს. იყო აფეთქებები და გაჩნდა ხანძარი. აღნიშნული საწარმო ბენზინს, დიზელს, საავიაციო საწვავს და სხვა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს, რომელიც რუსეთის არმიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება. იერიში განხორციელდა აზოვის ზღვაში 10 რუსულ ტანკერსა და ოთხ ბორანზეც. გენერალური შტაბის ცნობით ტანკერები რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის, საერთაშორისო სანქციების დარღვევით გამოიყენებოდა, ხოლო ბორნები რუსეთის ფედერაციის სამხედრო ლოჯისტიკას უზრუნველყოფენ
